09 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
პოროშენკო ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას არ გამორიცხავს

პეტრო პოროშენკო ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას არ გამორიცხავს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამხედრო მდგომარეობა იმ შემთხვევაში შევა ძალაში, თუ აღმოსავლეთ რეგიონებში ბრძოლები არ შეწყდება.

ცეცხლის შეწყვეტამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. თუმცა, რეგიონში ინტენსიური ბრძოლები არ წყდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონეცკში ძლიერი აფეთქება მოხდა.

დონეცკის თვითგამოცხადებული ლიდერის განცხადებით, 5 ჭურვი მის ე.წ რეზიდენციასთან იმ დროს აფეთქდა, როდესაც ზახარჩენკო ჟურნალისტებთან სასაუბროდ უნდა გამოსულიყო.

მედიის ცნობით, დაიღუპა 2 ადამიანი, 4 კი მძიმედ დაშავდა.

პრორუსი სეპარატისტები სამთავრობო ძალებზე შეტევას განაგრძობენ დებალცევოსთან და მარიუპოლთანაც. 

დღის ამბები