09 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
სააკაშვილი-პოროშენკოს 30-წლიანია მეგობრობა თანამშრომლობით გრძელდება

პეტრე პოროშენკომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გაკეთებულ პირველივე განცხადებაში დაადასტურა, რომ მის გარემოცვაში საქართველოს მოქალაქეები იმუშავებდნენ.

უკრაინის ახალი მმართველი პოლიტიკური გუნდის ფორმირებასთან ერთად მუდმივად ვრცელდებოდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მაღალ თანამდებობებზე შესაძლო დანიშვნის შესახებ. პრესა სააკაშვილის მიერ უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ჩაბარებასაც ვარაუდობდა, თუმცა საქართველოს ყოფილმა ლიდერმა მოქალაქეობის დათმობაზე უარი თქვა და უკრაინის ხელისუფლების დახმარება ოფიციალური პოსტის დაკავების გარეშე დაიწყო.

საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილსა და პეტრე პოროშენკოს 30-წლიანი მეგობრობა აკავშირებდათ. ისინი კიევის უნივერსიტეტში ერთად სწავლობდნენ.

უკრაინელებისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების აუცილებლობაზე ილაპარაკა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმაც  CNN-თვის მიცემულ ინტერვიუში.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის შეჩერება მხოლოდ უკრაინელებისა და მათი მოკავშირეების კონსოლიდირებული ქმედებებითაა შესაძლებელი.

ყოფილი პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებს მხოლოდ დროის გასაჭიანურებლად გამოიყენებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები