27 აპრილი 2024,   00:26
ვრცლად
თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

თურქმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის დროს საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. ერთი მამაკაცი და ორი ქალი თურქეთიდან საქართველოში მიმავალ ავტობუსში მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში შესვლა აკრძალული ჰქონდათ.

სარფის საბაჟოზე მესაზღვრეებმა კანონდამრღვევები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი სამშობლოში დაბრუნებას ცდილობდნენ. ადგილობრივი პროკურატურის გადაწყვეტილებით, მათი საქართველოში დეპორტაცია მოხდა.

დღის ამბები