09 ოქტომბერი 2024,   12:29
ვრცლად
დიდთოვლობა და ქარიშხალი აშშ-ში

შეერთებულ შტატებს მორიგი უამინდობა დაატყდა თავს. დიდთოვლობამ ყველაზე მეტად ქვეყნის ჩრდილო აღმოსავლეთ რეგიონები დააზარალა. თოვას თან ძლიერი ქარიც ახლავს, რომლის სიჩქარემაც მეტეოროლოგების ვარაუდით, შესაძლოა საათში 120 კილომეტრსაც მიაღწიოს.

უამინდობის გამო რეგიონში შეფერხდა ავიამიმოსვლა, გადაიდო ათას 300–ზე მეტი რეისი, მნიშვნელოვნად გაიზარდა ავარიების რიცხვიც. 

 

 

დღის ამბები