26 დეკემბერი 2024,   21:31
ვრცლად
მილიონი ხის პროექტი - ოპოზიციის მწვავე კითხვები საკრებულოში

საკრებულოს დეპუტატებმა ორი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი დაამტკიცეს. საკრებულოს ოპოზიციას გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ გიგა გიგაშვილთან მწვავე კითხვები ჰქონდა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ აინტერესებდა, როგორ აფასებს ის მილიონი ხის დარგვის პროექტს.

„იყო თუ არა შეცდომა დავით ნარმანიას მიერ გაცხადებული მილიონი ხის ნაცვლად, მილიონი ჩხირის დარგვა და ხომ არ იქნებოდა უკეთესი და უფრო რაციონალური, რომ მილიონი ჩხირის ნაცვლად, თუნდაც, დაერგათ 10 ათასი - 20 ათასი ნორმალური, გაზრდილი ხე,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.

გიგა გიგაშვილმა პოლიტიკური შეფასებისგან თავი შეიკავა. ოპოზიციის კითხვას თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ ეს პროექტი „შეცდომა არ იყო“.

„მე მიჩნდება კითხვა, ამ კითხვაზე პასუხი იმიტომ გაინტერესებთ, რომ ბატონი გიგას კანდიდატურას დავუჭიროთ თუ არა მხარი?“- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები