09 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მეორე დღე

უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის პირველი დღე ოთხმხრივი სატელეფონო საუბრების ფორმატში განიხილეს.

ამის შემდეგ ფრანსუა ოლანდის კანცელარიამ გაავრცელა განცხადება, რომ მიუხედავად ლოკალური მაშტაბის შეტაკებებისა, საერთო ჯამში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაცულია.

4 ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ დარღვევები უმოკლეს დროში უნდა აღმოიფხვრას. პოროშენკოს, პუტინის, მერკელისა და ოლანდის მორიგი სატელეფონო საუბარი დღეს გაიმართება.

ზავის პირველი დღის განმავლობაში უკრაინული ჯარის პოზიციები 60-ჯერ მოექცა ცეცხლის ქვეშ. ინფორმაციას ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრი ავრცელებს.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ისევ დებალცევოსთანაა. თავის მხრივ, სეპარატისტების თქმით, უკრაინულმა ჯარმა მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით 16-ჯერ გახსნა ცეცხლი.

უკრაინის აღმსავლეთში არსებული ვითარება უნდა განეხილათ გაეროს უშიშროების საბჭოზე. თუმცა სხდომა გადაიდო. ჯერჯერობით უცნობია, როდის იმსჯელებენ გაეროში ამ თემაზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები