20 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
"შეიქმნას ე.წ. ოთხოზორიას სია, მსგავსი მაგნიცკის სიისა"- ოპოზიცია ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება

„ევროპული საქართველო“ ე.წ. ოთხოზორიას სიის შექმნას ითხოვს. როგორც სერგი კაპანაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განმარტა, ეს იქნება „მაგნიცკის სიის“ ანალოგი. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აღნიშნული განცხადება, ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გააკეთა და აღნიშნა, რომ ე.წ. ოთხოზორიას სიაში უნდა შევიდნენ ის ადამიანები, რომლებიც არის პასუხისმგებლები მსგავსი სისასტიკეების ჩადენაზე.

შემოვდივარ წინადადებით , რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს დადგენილება, რეზოლუცია თუ ფორმა მოვიფიქროთ , შეიქმნას ე.წ. ოთხოზორიას სია მსგავსი მაგნიცკის სიისა , რომელშიც შევლენ ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან აი ამ სისასტიკეებისა. რომ ამ ადამიანების მიმართ გავრცელდეს სანქციები ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ასევე ამ ადამიანებმა არ ისარგებლონ საქართველოს სახელმწიფოს მიერ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლების მიმართ სხვადასხვა შეღავათებით. მაგალითად, სამედიცინო მომსახურებით და სხვა. მოგიწოდებთ, რომ ამას შეხედოთ კიდევ ერთხელ არა პარტიული არამედ სახელმწიფო კუთხით,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობაც“. სალომე სამადაშვილი მომხდარზე ხელისუფლების ადეკვატურ რეაგირებას არ ელოდება.

„ეს არ არის უკანასკნელ წლებში პირველი შემთხვევა , როდესაც ჩვენი ოფიცრები ხვდებიან მსგავს ვითარებაში და ამას არანაირი სახელმწიფო რეაგირება არ მოჰყვება. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ გოგა ოთხოზორიას შემთხვევა, როდესაც არანაირი რეაგირება არ ჰქონია ქართულ სახელმწიფოს. ჩვეულებრივად გააგრძელა ბატონმა აბაშიძემ კარასინთან  მოლაპარაკებები. არანაირი რეალური საერთაშორისო ზეწოლა არ ყოფილა რუსეთზე. და  რა თქმა უნდა, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მე არ მოველი , რომ ამ ფაქტსაც მოჰყვება რაიმე სახის რეაგირება,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტეტუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დღის ამბები