09 ოქტომბერი 2024,   12:31
ვრცლად
პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა ქურთების აქცია თურქეთში

ქურთების საპროტესტო აქცია თურქეთის პროვინცია სიზრეში პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა. 

მიტინგი ქურთების ლიდერის აბდულა ოჯალანის დაპატიმრების წლისთავისადმი იყო მიძღვნილი.

დემონსტრანტებმა პოლიციას ხელნაკეთი ყუმბარები დაუშინეს. საპასუხოდ, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

აბდულა ოჯალანმა შეირაღებული ორგანიზაცია - ქურთი მშობლების პარტია 1978 წელს დააარსა.

ის 1999 წლის 15 თებერვალს დააპატიმრეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, რომელიც 2002 წელს სამუდამო პატიმრობით შეიცვალა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები