09 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
ლიბიელმა ჯიჰადისტებმა 21 ქრისტიანი ეგვიპტელი დახოცეს

რადიკალურ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებულმა ლიბიელმა ჯიჰადისტებმა 21 ქრისტიანი ეგვიპტელი დახოცეს.

ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია მძევლებისთვის თავის მოკვეთა.

„ჯვაროსნებს უსაფრთხოებაზე მხოლოდ ოცნება შეგიძლიათ,” - ასე მიმართავს ერთ-ერთი მებრძოლი ქრისტიანულ სამყაროს. 

უდანაშაულო ადამიანების სიკვდილით დასჯას უკვე გამოეხმაურა ეგვიპტის პრეზიდენტი. აბდელ ფათაჰ ალ სისის თქმით, თუ დადასტურდა ვიდეოს უტყუარობა, ეგვიპტე შურს იძიებს. პრეზიდენტმა მოქალაქეებს ლიბიაში გამგზავრებისგან თავის შეკავება ურჩია.

დღის ამბები