09 ოქტომბერი 2024,   12:32
ვრცლად
ნაომი კემპბელმა საქველმოქმედო ჩვენება გამართა

ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში, ნაომი კემპბელმა საქველმოქმედო ჩვენება გამართა.

სუპერმოდელმა ცნობილი ადამიანები  შეკრიბა და ებოლას წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, თანხების გაღებისკენ მოუწოდა.

დეფილეს დაწყებიდან ცოტა ხანში პოდიუმზე თავად ნაომი კემპბელმაც გაიარა, რასაც აუდიტორიის მხრიდან ოვაცია და აპლოდისმენტი მოჰყვა.

ოვაცია გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც სტუმრებთან პერის ჰილტონი და მერი ჯი ბლაიჯი გამოჩდნენ.

სუპერმოდელი კიდევ ერთ საქველმოქმედო ჩვენებას 19 თებერვალს ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში უმასპინძლებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები