09 ოქტომბერი 2024,   12:32
ვრცლად
დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა

”ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით საყვარელიძე უკრაინის მთავარი პროკურორის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ განცხადება უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა კიევში გამართულ ბრიფინგზე თავად გააკეთა.

უკრაინის გენერალური პროკურორის თქმით, დღეს მან ორი მოადგილე დანიშნა: დავით საყვარელიძე და ვლადიმერ გუზირი. გავრცელებული ცნობით, საყვარელიძე კურირებას გაუწევს საკადრო და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე უწყების რეფორმირების პროცესს. ვიქტორ შოკინის თქმითვე, დავით საყვარელიძე, პარალელურად, უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზეც იყრის კენჭს.

ინფორმაციას დავით საყვარელიძის დანიშვნასთან დაკავშირებით მისი თანაგუნდელებიც ეხმიანებიან და ამის დამადასტურებელ ფოტოებსაც აქვეყნებენ. 

როგორც ცნობილია, დავით საყვარელიძის ადგილმონაცვლე საქართველოს პარლამენტში ეკა ხერხეულიძე იქნება.

 

დღის ამბები