09 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში ისევ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

საბრძოლო მოქმედებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს უკრაინის აღმოსავლეთში. ქალაქ დებალცევოსთან სეპარატისტებმა უკრაინის არმია ალყაში მოაქციეს. 3 ადამიანი დაიღუპა სოფელ ჩორნუხინაში. დებალცევოს მახლობლად ტანკები გადაადგილდებიან. ქალაქში ეუთოს დამკვირვებლები შესვლას ვერ ახერხებენ. სროლა ისმის დონეცკშიც.

კრიზისთან დაკავშირებით წუხელ ნორმანდიის ოთხეულის ლიდერების მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა.

შექმნილი ვითარების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა ბუნდესტაგის პრეზიდენტთან.

გერმანია ისევ მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რათა უკრაინაში ცეცხლი საბოლოოდ შეწყდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები