09 ოქტომბერი 2024,   12:31
ვრცლად
ერევანში დავით უსუფაშვილის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება

ერევანში დავით უსუფაშვილის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები დღეს სომხეთის პრეზიდენტს შეხვდებიან. განიხილება ორი ქვეყნის ურთიერთობები.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დღესვე ეჩმიადინის ტაძარში მივა. დელეგაციის წევრები ასევე შეხვედებიან სრულიად სომხეთის კათალიკოს-პატრიარქს გარეგინ მეორეს.

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის შეაფასა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ, რომელიც აცხადებს, რომ პოლიტიკური არჩევანის მიუხედავად, საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სომხეთთან მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდეს.

შეგახსენებთ, რომ ვიზიტის პირველ დღეს დავით უსუფაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და სომხეთის ეროვნული ანსამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა.

 

 

დღის ამბები