03 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
სახელმწიფო უწყებების მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებას პარლამენტში განიხილავენ

სახელმწიფო უწყებების მიერ სახალხო დამცველის 2013 წლის რეკომენდაციასა და მათ რეაგირებაზე მოსასმენად საკანონმდებლო ორგანში სამი უწყების მინისტრის მოადგილეებს ელოდებიან.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, განსაკუთრებით საინტერესოა განათლებისა და დევნილთა სამინისტროს კონკრეტული პასუხები იმ რეკომენდაციებზე, რომელიც მათ გადაეცათ.

დეპუტატები ასევე იმსჯელებენ სასჯელაღსრულების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე. დღესვე განიხილავენ პატიმრობის ახალ პაკეტს.

როგორც ეკა ბესელია განმარტავს, ახალი პაკეტი გულისხმობს მთლიანად სასჯელაღსრულების სამინისტროს შიგნით რეორგანიზაციის სტრუქტურული ცვლილებების და პატიმართათვის უფრო მეტი უფლებების საერთაშორისო სტანდარტებით დაცული გარანტიების მინიჭებას.

ამავე თემაზე
დღის ამბები