09 ოქტომბერი 2024,   12:32
ვრცლად
"ყველა კითხვას, რომელიც იქნება დასმული, არგუმენტირებულად ვუპასუხებთ," - კახი კალაძე ვიქტორია ნულანდზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიქტორია ნულანდის ვიზიტს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ. 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე არ ასახელებს პრემიერსა და ნულანდს შორის შეხვედრის დროს განსახილველ საკითხებს. კალაძის თქმით, ნულანდის მხრიდან დასმულ ყველა კითხვას მთავრობა არგუმენტირებულ პასუხს გასცემს.

"ყველა კითხვას, რომელიც იქნება დასმული, მზად ვართ, არგუმენტირებული პასუხები გავცეთ," - აცხადებს კახი კალაძე. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართულ ოცნებაში" ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ნულანდთან შეხვედრა მნიშვნელოვანია.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ ვიქტორია ნულანდთან შეხვედრისას ყველა იმ გამოწვევაზე იმსჯელებენ, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიულ თუ ეკონომიკურ პრობლემებს ეხება.

რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი მაღალჩინოსანი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრებს.

 

 

 

 

 

დღის ამბები