"კურიერის“ ინფორმაციით, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ამ წუთებში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში იმყოფებიან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ხვდებიან.
ინფორმაცია ამის შესახებ "კურიერს" მცხეთის საკრებულოს წევრმა "პატრიატთა ალიანსიდან" გიული აღსაბაძემ მიაწოდა. საოკუპაციო რეჟიმის წევრებს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია ხვდება.
როგორც ცნობილია, მოლაპარაკების მთავარი თემა, არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული, საქართველოს 2 მოქალაქის, ახალგორის რაიონიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანაა.
,,პატრიოტთა ალიანსის" წევრები ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდნენ.