ჩეჩნეთისა და საქართველოს საზღვართან რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. მი-8 ტიპის ვერტმფრენი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ქვედანაყოფს ეკუთვნოდა.
წინასწარი ვერსიით, ის თებულოს მთის რაიონში კლდეს გამოედო, რის შემდეგაც მთიან ხეობაში, საქართველოს საზღვრიდან 8 კილომეტრში ჩამოვარდა.
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. მედიის ცნობით, ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა გროზნოში აცხადებენ, რომ კატასტროფის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 1 კი მძიმედ დაშავდა. უცნობია კატასტროფის მიზეზიც.
გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს, მათ შორის განიხილება უამინდობისა და პილოტების შეცდომის ვერსიები.