19 აპრილი 2024,   21:49
ვრცლად
ბრიტანელმა ტოქსიკოლოგებმა ის ნივთიერება დაადგინეს, რომლითაც რუსი აგენტი და მისი ქალიშვილი მოწამლეს

ბრიტანეთში ყოფილი რუსი აგენტის მოწამვლის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. ტოქსიკოლოგებმა უკვე დაადგინეს ნივთიერება, რომლითაც სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს.

გამოძიების დეტალები ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებმა საგანგებო კომიტეტის, ”კობრას” სხდომაზე განიხილეს.

ყოფილი რუსი აგენტი ქალიშვილთან ერთად ქალაქ სოლსბერიში, ქუჩაში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. სკრიპალს 2006 წელს ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 2010 წელს შეიწყალეს და ამერიკაში დაპატიმრებულ რუს აგენტებში გაცვალეს.

მოსკოვში სკრიპალის მოწამვლასთან კავშირს უარყოფენ და აცხადებენ, რომ შემთხვევის რუსეთთან დაკავშირება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაფუჭებას ისახავს მიზნად.

 

დღის ამბები