20 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია - სამუშაო ჯგუფის წევრები პრემიერს შეხვდნენ

საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფი საქართველოს პრემიერს შეხვდა.

როგორც სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადეს, EWG მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ კურსს, რომელიც საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, კერძო სექტორისთვის გაუმჯობესებული სერვისების მიწოდებას, შრომის ბაზარზე ორიენტირებული და პროფესიული განათლებისა და საკვანძო ინფრასტრუქტურის განვითარებას ისახავს მიზნად. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი, გასული წელი საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაში გამორჩეული წელი იყო, მათ შორის, როგორც მაღალი დონის ვიზიტების - ისე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით.

დღის ამბები