წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა ხე-ტყის უკანონოდ და შენიღბულად გადაზიდვის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა.
გაჩერებულ ბენზინმზიდში, აღმოჩენილ სპეციალურად მოწყობილ სამალავში, წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.