10 დეკემბერი 2022,   05:06
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა თბილისში - დაჭრილია ოთხი ადამიანი

თბილისში ოთხი ადამიანი დაჭრეს. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ ვარკეთილში, მიხეილ გახოკიძის 168 ნომერში მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, მათ ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. 

"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, სასწრაფო დაჭრილები სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში გადაანაწილეს. ისინი  "ინგოროყვას" კლინიკაში, "ამტელის" კლინიკაში და ზღვის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 

ერთ-ერთ დაჭრილს, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული ოპერაცია უტარდება. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.  

არსებული ინფორმაციით, დაჭრილები სამარშუტო ტაქსების მძღოლები არიან. ისინი ქალაქგარეთ ერთად იმყოფებოდნენ, თბილისში დაბრუნების შემდეგ კი მათ შელაპარაკება მოუვიდათ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 19/ 109-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

უწყების ცნობით, დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი. ისიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. 

დღის ამბები