16 აპრილი 2024,   16:45
ვრცლად
მკვლელობა რუსთავში -  60 წლამდე ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

მკვლელობა რუსთავში - ცოტა ხნის წინ საკუთარ სახლში, დაახლოებით, 60 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე მოხდა.

ცხედარი გარდაცვლილის დედამ აღმოაჩინა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დეტალები „კურიერში“ 21:00 საათზე.

დღის ამბები