18 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
დეკანოზ მამალაძის სკანდალური წერილი ციხიდან "კურიერს" და მსჯავრდებულის შეხვედრა მეუფე გრიგოლთან 

ე.წ. ციანიდის სკანდალის შემდეგ გასამართლებულ დეკანოზთან საკანში დღეს პირველად წმინდა სინოდის გავლენიანი მღვდელმთავარი შევიდა. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი მატროსოვის ციხეში 3 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ინფორმაცია, რომელზეც ლაპარაკი არ უნდა მეუფე გრიგოლს, ციხის საკანში სამ საათიან შეხვედრაზე მამა გიორგი მამალაძემ მიაწოდა. თუმცა მღვდელმთავარმა განაცხადა, რომ დეკანოზი მამალაძე გარემოებათა მსხვერპლია.

მამა გიორგი მამალაძემ „კურიერს“ სამ გვერდიანი წერილი გამოუგზავნა, სადაც ის საერო და სასულიერო ხელისუფლებას აკრიტიკებს და წერს, რომ ეკლესიასა და მთავრობაში ქვეყნის მტრებია არიან.

გზავნილში მამა გიორგი მამალაძე "კურიერს" წერს თუ რა გარიგებას სთავაზობდნენ მას საერო და სასულიერო პირები თავისუფლების სანაცვლოდ, როგორ ემუქრებოდნენ მღვდელს თუ ის მათთან გარიგებაში არ შევიდოდა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას შემდეგ, მეუფე გრიგოლი მეორე მღვდელმთავარია, რომელმაც ღიად თქვა, რომ დეკანოზი მამალაძე მსხვერპლია და საქმეში ბურუსით არის მოცული.

პატიმარი მღვდლის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ კიდევ ერთი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის განცხადება საკმარისი გარემოებაა იმისთვის, რომ საზოგადოება დეკანოზის უდანაშაულობაში დარწმუნდეს.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი პატიმრობაში მყოფ მღვდელთან ციხეში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ შევიდა.  

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები