27 აპრილი 2024,   05:37
ვრცლად
51 სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმე - მთავარმა მოწმემ ჩვენება შეცვალა

51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმე - სასამართლო პროცესზე დღეს მთავარი მოწმე დაკითხეს.  

მოზარდმა, რომლის გამოც სავარაუდოდ კონფლიქტი დაიწყო, დახურულ სხდომაზე მოჰყვა ჯერ სკოლის საპირფარეშოში,  შემდეგ კი ხორავას ქუჩაზე განვითრებული მოვლენების დეტალები.

„კურიერის“ ინფორმაციით აღნიშნულმა მოზარდმა გამოძიებას თავდაპირველად უთხრა, რომ  არ იცის ვინ ვის დაარტყა დანა.  დღევანდელ პროცესზე კი მან ერთ-ერთ არასრულწლოვან ბრალდებულზე მიუთითა და დაზუსტებით თქვა, რომ დანა ლევან დადუნაშვილს მან დაარტყა.

ადვოკატების მტკიცებით, არასრულწლოვანი გამოირჩეოდა დახვეწილი იურიდიული ლექსიკით რაც მათი შეფასებით, კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ ის ვიღაცამ დაატრენინგა და ჩვენება დააზეპირებინა.

დღეს ასევე გახმაურდა იმ ბაბუის სახელი და გვარი, რომელიც მედიის ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე ახალგაზრდებს ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას სთავაზობდა. გაზეთ „ვერსიას“ ინფორმაციით, ის პარლამენტის ყოფილი წევრი ბორის კაკუბავაა, რომელიც დღეს დაკითხული მოზარდის და ჩხუბში მონაწილე მისი დეიდაშვილის ბაბუაა. 

დღის ამბები