18 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
16 წლის მოზარდი, რომელიც მე-8 სართულიდან გადახტა, სავარაუდოდ, საშიში ინტერნეტთამაშის სამიზნე იყო

16 წლის მოზარდი, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული, სავარაუდოდ, სასიკვდილო ინტერნეტთამაშის მორიგი სამიზნე იყო. მეათე კლასის მოსწავლე საკუთარი სახლის მე-8 სართულიდან გადახტა.

სოციალურ ქსელში მოზარდის გვერდზე მთავარ ფოტოდ "ლურჯი ვეშაპია" განთავსებული, ბავშვის ოჯახისთვის ეს ფოტო საკმარისი არგუმენტია, რომ სუიციდის მცდელობა საშიშ ინტერნეტთამაშს დაუკავშიროს. მერვე სართულიდან გადახტომა, სავარაუდოდ, საშიში ინტერნეტთამაშის უკანასკნელი დავალება იყო.

ოჯახი ამტკიცებს, რომ ინტერნეტთამაშის მეთაური მოზარდს მცირეწლოვანი ძმის მოკვლით ემუქრებოდა თუ ის ბოლო დავალებას არ შეასრულებდა. ბოლო პერიოდში დედამ სანდროს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები შეამჩნია.

7 თვის წინ გარდაცვლილი სკოლის მოსწავლის მამა, რომელიც ვარაუდობს, რომ მისი შვილი ინტერნეტთამაშის მსხვერპლია, სამართალდამცველებს უმოქმედობაში ადანაშაულებს და საშიში ინტერნეტთამაშის მეთაურების დასჯას სთხოვს.

საქართველოში საშიშ ინტერნეტთამაშში ჩართული მოზარდების შემთხვევების მატების გამო ფსიქოლოგები ხელისუფლებას რეკომენდაციებს აძლევენ.

 

დღის ამბები