18 ნოემბერი 2024,   00:18
ვრცლად
11 პოლიტიკური პარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურებს იწყებს 

11 პოლიტიკური პარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურებს იწყებს. არგუმენტები პარტიებმა ერთობლივ განცხადებაში გაწერეს.

პროტესტის ამ ფორმას პარტიებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც გაჩნდა ეჭვი, რომ, ბორდის ახალ წევრებს მთავრობის ადმინისტრაცია არჩევს, ფარულ მოლაპარაკებებში კი მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მონაწილეობს.

სახელმწიფო აუდიტორების მიერ, საზოგადოებრივ მაუწყებელში აღმოჩენილი მძიმე ფინანსური დარღვევები არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც პარტიები ბორდის მიმართ უნდობლობის ინიციატივით გამოვიდნენ.

11 პარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებსა და ხელისუფლებას შეთანხმებულად უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს. განცხადების ავტორები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ მაუწყებელში სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე თვალს ხუჭავს.

სავარაუდო ფინანსური ხარვეზების შესახებ ბრალდებებს პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებს ბორდის ხელმძღვანელი. გრიგოლ გოგელია სამეურვეო საბჭოსთვის, უნდობლობის გამოცხადების პროცესს არასერიოზულს უწოდებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები პირდაპირ ამბობენ, რომ არხზე გავლენების მოპოვებას ხელისუფლება ყველა საშუალებით ცდილობს და გამოსდის კიდეც.

არასამთავრობოები და პოლიტიკური ძალები საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ პასუხებს არხის ხელმძღვანელობისაგან ითხოვენ.

დღის ამბები