18 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
ბათუმის მერიასთან არსებული ანსამბლი პუტინის გრანტით დაფინანსებულ პეტროზავოდსკის ფორუმზე მიემგზავრება

ბათუმის მერიის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი პეტროზავოდსკის ფორუმზე მიემგზავრება.

სამზადისი ანსამბლის წევრებმა ერთი თვის წინ დაიწყეს. ღონისძიებაზე, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის გრანტით არის დაფინანსებული, წასვლის გადაწყვეტილება ქართული ანსამბლის ხელმძღვანელმა, როგორც თავად ამბობს, ბათუმის მერიისგან დამოუკიდებლად მიიღო.

დავით აბულაძემ და ანსამბლის მომღერლებმა ვიზის დასამზადებლად პასპორტები მომწვევ ორგანიზაციას - რუსეთ - საქართველოს მეგობრობის სახლს, დაახლოებით 20 დღის წინ გადასცეს.

პეტროზავოდსკში ღონისძიების ერთ-ერთი სპონსორი ბათუმის მერიაცაა. ამ ინფორმაციას, თავად ოლქის ადმინისტრაციის კულტურის მართვის სამსახური ავრცელებს.

ოფიციალურ ვებ-გვერდზე კიდევ ერთ მხარდამჭერად რუსთავის, რუსული კულტურის საზოგადოება -”როდნიკია” მითითებული.

პეტროზავოდსკში ამბობენ, რომ აპრილში დაგეგმილი ღონისძიება 2014 წელს თბილისში, ბათუმსა და რუსთავში გამართული რუსული კულტურის დღეების გაგრძელებაა. რუსეთის ქალაქში დაგეგმილ ფორუმზე, მასპინძლები ბათუმის მერიის მუსიკალური ცენტრის სოლისტებისგან კავკასიის ხალხთა სიმღერებსა და ცეკვების შესრულებას აანონსებენ.  

დღის ამბები