ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი 33ა ახალ ალბომზე მუშაობენ. ახალი ალბომისთვის რამდენიმე კომპოზიცია თითქმის მზადაა და პირველად მსმენელისთვის ხვალ შესრულდება.
ნიაზ დიასამიძე კონცერტზე ძველი სიმღერების შესრულებას, ახალი ინტერპრეტაციით გეგმავს. მათ შორის რამდენიმე კომპოზიციის ელექტრონული ვერსია პირველად მულტიფუნქციურ სივრცე ”რესპუბლიკაში” გაჟღერდება.
ნიაზ დიასამიძის და ჯგუფ 33ა-ს ჟანრობრივად მრავალფეროვანი კონცერტი ხვალ საღამოს 9 საათზე, „რესპუბლიკაში“ დაიწყება.