თბილისში თემქაზე, მე-6 სართულიდან არასრულწლოვანი გოგო გადმოვარდა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.