09 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
დანიის დედაქალაქში პოლიციამ საეჭვო პაკეტი აღმოაჩინა

დანიის დედაქალაქში სამართალდამცველებმა საეჭვო პაკეტი აღმოაჩინეს კაფესთან, სადაც სამი დღის წინ შეიარაღებულმა ახალგაზრდამ ორი ადამიანი მოკლა. 

ქალაქში განგაში იყო გამოცხადებული.

შემთხვევის ადგილი პოლიციამ გადაკეტა, გამნაღმველებმა ნაპოვნი პაკეტი შეამოწმეს, თუმცა შიგნით ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.

შაბათს მომხდარი თავდასხმის შემდეგ კოპენჰაგენში უსაფრთხოების ზომები მოქმედებს.

22 წლის პალესტინელმა სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად გამართული მსვლელობისას ცეცხლი გახსნა, ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

თავდამსხმელი პოლიციელებმა საპასუხო სროლის დროს მოკლეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები