09 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
პაკისტანში ტერაქტი მოხდა

პაკისტანში ტერორისტმა პოლიციის შენობა ააფეთქა.

ტერაქტი ქალაქ ლაჰორში მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 8 ადამიანი. ყველა გარდაცვლილი სამოქალაქო პირია.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ პოლიციის შენობის ნაწილი ჩამოინგრა, დაიწვა მის წინ მდგარი მანქანები.

ტერაქტის შემდეგ შემთხვევის ადგილზე ინტენსიური სროლის ხმაც ისმოდა. თავდასხმის ორგანიზატორთა ვინაობა ცნობილია.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანის მოკავშირე ერთ-ერთმა დაჯგუფებამ აიღო.

ამავე თემაზე
დღის ამბები