21 დეკემბერი 2024,   18:57
ვრცლად
"ზოგიერთი ადამიანი იმდენად ძლიერია, რომ ერის ჯვარს ატარებს, მაგრამ ღმერთი ეხმარება"-ილია მეორე

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს, ილია მეორემ ყურადღება თითოეული ადამიანის ტვირთზე გაამახვილა. პატრიარქის თქმით, ყველა განსაცდელი ადამიანისთვის ღვთისგან ბოძებული ჯვარია. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სწორედ ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს. ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. საღვთო მსახურობის დროს საკურთხევლიდან სასულიერო პირებმა ყვავილებით შემკული ჯვარი გამოაბრძანეს, რომელსაც მორწმუნეები თაყვანს სცემენ.

„ყოველ ადამიანს ჰგონია, რომ მისი ჯვარი ყველაზე მძიმეა, სინამდვილეში ღმერთი თუ აძლევს ჯვარსა და ჯვარი არის განსაცდელი, ზოგიერთი ადამიანი იმდენად ძლიერია, რომ ერის ჯვარს ატარებს, მაგრამ ღმერთი ეხმარება, ღმერთი შველის, ღმერთი აძლევს ძალას. ღმერთმა ინებოს რომ ის ჯვარი, რომელიც მოგვცა ღმერთმა,  ბოლომდე მივიტანოთ ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში,"-განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა. 

დღის ამბები