არჩილ ტატუნაშვილის საქმის შესაძლო მთავარი მოწმეების დაკითხვა გვიან ღამემდე გაგრძელდა მცხეთის პოლიციაში.
ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა განყოფილება ამჯერადაც კომენტარის გარეშე დატოვეს.
ცხინვალის ციხეში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულები სამართალდამცველებს ჩვენებებს უკვე მეორე დღეა აძლევენ, თუმცა საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად ისინი საჯარო განცხადებებს ამ დრომდე არ აკეთებენ.
სავარაუდოდ მათ იციან თუ რა ვითარებაში დააკავეს არჩილს ტატუნაშვილი და როგორ მოხდა ოკუპირებულ ცხინვალში ქართველი სამხედროს მკვლელობა.