09 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
დებალცევოში ისევ რთული ითარებაა

დებალცევოში ამ დრომდე რთული მდგომარეობაა. ბრძოლები ქალაქსა და მის შემოგარენში ამ წუთებშიც გრძელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრი ავრცელებს.

პრორუსმა სეპარატისტებმა დებალცევო არტილერიით 19-ჯერ დაბომბეს. უკრაინული მხარე ადასტურებს, რომ ქალაქის ნაწილს სეპარატისტები აკონტროლებენ.

ინტენსიური საარტილერიო ცეცხლის შედეგად, მთლიანად განადგურდა ქალაქიდან 8 კილომეტრზე მდებარე ერთ-ერთი სოფელი.

რუსული საინფორმაციო სააგენტოები ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის შტაბზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დაიჭრა სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ზახარჩენკო.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები