09 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
”მერკელი და ოლანდი, ობამას მხარდაჭერით, სუვერენული სახელმწიფოს დანაწევრების ლეგიტიმაციას ახდენენ,” - მაკკეინი უკრაინაზე

ამერიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი ანგელა მერკელს, ბარაკ ობამას და ფრანსუა ოლანდს უკრაინის დანაწევრიანების ლეგიტიმაციაში ადანაშაულებენ. საგანგებო განცხადება უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სენატორებმა დღეს გამოაქვეყნეს.

„გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი, შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხარდაჭერით, ევროპაში ბოლო 70 წლის განმავლობაში პირველად, სუვერენული სახელმწიფოს დანაწევრების ლეგიტიმაციას ახდენენ. პუტინი აგრძელებს აგრესიას დასავლეთის მხრიდან უკრაინის სათანადო მხარდაჭერის არარსებობის პირობებში. მომავალში ჩვენ გავხდებით რუსეთის მიერ ნაკარნახევი ვითარების სამხედრო გადაწყვეტის მომსწრენი, როგორც ეს იყო საქართველოსა და მოლდოვას შემთხვევაში,” - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები