09 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ უარყო უკრაინის კონფლიქტში რუსული ჯარის მონაწილეობა

„მე ველოდები, რომ უკრაინის ხელისუფლება არ შეუშლის ხელს უკრაინელ სამხედროებს იარაღის დაყრაში,” - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა უნგრეთში ვიზიტის დროს გააკეთა.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მას არ გაჰკვირვებია უკრაინის აღმოსავლეთში ბრძოლების გაგრძელება, რადგან დებალცევო ალყაში იყო ჯერ კიდევ მინსკის მოლაპარაკების დაწყებამდე და სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ქალაქში არსებული დაძაბულობა.

ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ბრძოლების ინტენსიურობამ იკლო და კიდევ ერთხელ უარყო უკრაინის კონფლიქტში რუსული ჯარის მონაწილეობა.

„იმედი მაქვს, ისინი არ დაიწყებენ იმ ადამიანების დევნას, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად იარაღს დაყრიან. ასევე მაქვს იმედი, რომ არც დონეცკისა და ლუგანსკის მილიციის წარმომადგენლები დააკავებენ ამ ადამიანებს და უკრაინულ ჯარს პოზიციების მშვიდად დატოვების საშუალებას მისცემენ,” - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი უნგრეთში საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები