09 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
ანი მიროტაძე რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებას "ანექსიას" უწოდებს

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის დაგეგმილი ხელშეკრულების გაფორმებას ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად აფასებენ. 

ფრაქცია "ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმის" წევრი ანი მიროტაძე აცხადებს, რომ დღეს მთელს მსოფლიოში ამას ყველა სეპარატიზმის სახელს არქმევს. მიროტაძის თქმით, ხელისუფლების ბრძოლა არის სამართლიანი და იმედოვნებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნება შესაძლებელი იქნება.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეც. აბაშიძე აცხადებს, რომ ეს საკითხი ჟენევიის ფორმატში განიხილება. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები