09 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
ირაკლი ალასანია რუსეთისგან თავდაცვის ერთ-ერთ მეთოდად საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობას ასახელებს

"საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა ნიშნავს იმას, რომ ნაკლები შესაძლებლობა ექნება ჩვენს მოწინააღმდეგე რუსეთს, რომ პოლიტიკურად საქართველოში არეულობა შემოიტანოს," - ეს განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ალასანიას თქმით, სტაბილური მომავლისთვის საჭიროა პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმება და არა ის მეთოდები, რასაც დღევანდელი ხელისუფლება პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ყურადღება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საკითხებზეც გამახვილდა.

დღესვე კომენტარი გააკეთა „თავისუფალი დემოკრატების” გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე განსაკუთრებით დაინტერესდა თავდაცვის 5 მაღალჩინოსნის დაკავების საქმით.

ვიქტორია ნულანდმა და „თავისუფალი დემოკრატების” წევრებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნის საგარეო ურთიერთობებზე, რუსეთთან მიმართებით ხელისუფლების პოლიტიკაზე, აბაშიძე-კარასინის შეხვედრასა და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე.

შეგახსენებთ, რომ ნულანდი ორდღიანი ვიზიტით თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოფრინდა. საქართველოდან კი სომხეთში გაემგზავრება.

 

დღის ამბები