03 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
კულტურის მინისტრი "რუსთავი 2-ის" ეთერს "მანდარინების" თემაზე "ისტერიულს და უსაქციელოს" უწოდებს

„ისტერიული და უსაქციელო,” - ასე შეაფასა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2-ის” ეთერში გასული გადაცემა "სხვა შუადღე," რომელიც „მანდარინების” შემოქმედებითი ჯგუფის ოსკარების ცერემონიაზე გამგზავრების საკითხს დაეთმო. 

გიორგაძის თქმით, გადაცემაში გამოთქმული პრეტენზიები არის მიმდინარე საკითხები, რომელიც შიდა ორგანიზების თემა და პროდიუსერის პასუხისმგებლობაა.

მინისტრმა განმარტა, რომ ის და ფილმის რეჟისორი ზაზა ურუშაძე შეთანხმდნენ, რომ ამ თემაზე საუბარი შემოქმედებითი ჯგუფის აშშ-დან დაბრუნების შემდეგ ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ გადაცემა "სხვა შუადღის" ეთერში "მანდარინების" შემოქმედებითმა ჯგუფმა კულტურის სამინისტრო დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უწყება სათანადო ყურადღებას არ იჩენს ისეთი მოვლენის მიმართ, როგორიც ქართული ფილმის ოსკარების დაჯილდოებაზე ნომინირებაა. მსახიობებმა აღნიშნეს, რომ ისინი ლოს-ანჯელესში საკუთარი ხარჯებით მიემგზავრებიან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები