09 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
უკრაინის სამთავრობო ძალები დებალცევოს ტოვებენ

უკრაინის სამთავრობო ძალებმა დებალცევოს დატოვება დაიწყეს. უკრაინული მედიის ცნობით, მე-40 ბატალიონისა და 128-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა ნაწილობრივ შეძლეს ალყის გარღვევა. საომარი ზონიდან, მძიმე ტექნიკის თანხლებით, დაახლოებით, 150 ჯარისკაცი გავიდა, თუმცა სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც მათ ტერიტორიის დატოვებაში წითელი ჯვარი დაეხმარა.

უკრაინული ქვედანაყოფების ნაწილები ნოვოგრიგორევკიას რაიონში კვლავ სეპარატისტების ალყაში რჩებიან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ შორის არიან დაჭრილებიც და დაღუპულებიც.

კიევში ადასტურებენ, რომ დებალცევოს ნაწილს პრორუსი მებრძოლები აკონტროლებენ. მათ მეთაურებს შორის რუსეთის ქვეითი ძალების მეთაურის მოადგილე ალექსანდრე ლენცოვი შენიშნეს.

ვითარების ადგილზე შესასწავლად დღეს დონბასში უკრაინის პრეზიდენტი გაემგზავრა.

 

 

დღის ამბები