„ევროპულმა საქართველომ“ უმრავლესობის მიღმა დარჩენილი დეპუტატების კვოტით დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძე კიდევ ერთხელ წარადგინა.
ოპოზიციის შეფასებით, უმრავლესობის მიერ მათი კანდიდატურის ჩაგდება გამოხატავდა მმართველი გუნდის დამოკიდებულებას დემოკრატიული პროცესებისადმი.
პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მმართველი გუნდი დემოკრატიულ პროცედურას პატივს არ სცემს.
„ჩვენ პრინციპულად, კიდევ ერთხელ, განმეორებით, ვაყენებთ ნინია კაკაბაძის კანდიდატურას და ვაძლევთ ხელისუფლებას შანს, რომ ამჯერად მაინც დაფიქრდეს, დაფიქრდეს არა ჯინიანობაზე ოპოზიციასა და რომელიმე კანდიდატთან, არამედ დაფიქრდეს მნიშვნელობაზე უმცირესობის კვოტის და აღარ ჩააგდოს, არ დატოვოს ვაკანტური უმცირესობის წარმომადგენლობა სამეურვეო საბჭოში,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მდივანი, თინათინ ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ უმჯობესი იქნება, თუ ოპოზიცია სამეურვეო საბჭოს კანდიდატს ერთობლივ ფორმატში წარადგენს.
თუ კანდიდატურა კიდევ ერთხელ ჩავარდა, კონკურსის უკვე თავიდან გამოცხადდება.