რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის შეხვედრა გაიმართა. ბელგია ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე - 2:0 დაამარცხა.
მატჩის პირველი გოლი მე-4 წუთზე გავიდა. თავი განაპირა მცველმა მუნიემ გამოიჩინა. საბოლოო ანგარიში კი 82-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა, ედენ აზარმა დააფიქსირა.
ხვალ მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა გახდება ცნობილი. ფინალში ერთამენთს საფრანგეთის და ხორვატიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.