ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ფინალში იასპარეზებს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია და გამარჯვებული 500 სარეიტინგო ქულას მოიპოვებს.
ნახევარფინალში ბასილაშვილმა ჩილელი ჩოგბურთელი ნიკოლას იარი 3 სეტში - 7:5, 0:6, 6:1 დაამარცხა და ასეთი დონის ტურნირის ფინალში კარიერაში პირველად გავიდა.
გადამწყვეტ შეხვედრაში ნიკას მეტოქე მოქმედი ჩემპიონი, ლეონარდო მაიერი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 36-ე ადგილს იკავებს.