მანჩესტერში დავიდ დე ხეას დარჩენა, მის სანაკრებო კარიერასაც უქმნის საფრთხეს.
ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, მეკარისთვის აუცილებელია კლუბის ძირითად შემადგენლობაში თამაში.
„მინდა რომ დავიდს ჰქონდეს სათამაშო პრაქტიკა, რადგან მსურს მისი ეროვნულ გუნდში გამოძახება. თუმცა, თუ მდგომარეობა არ შეიცვალა, ეს რთული იქნება“, - განაცხადა ვისენტე დელ ბოსკემ.
რეალში ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, დავიდ დე ხეა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. იუნაიტედის ძირითად შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში არ უთამაშია.
წყარო:marca.com