რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულმა ნაკრებმა შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს.
სამხრეთ აფრიკელი პოლიტიკოსების აზრით, მათი ეროვნული გუნდი ზედმეტად არის დაკომპლექტებული თეთრკანიანი მორაგბეებისგან.
ერთ-ერთი პარტია, რომელიც შავკანიანი უმრავლესობის ინტერესებს იცავს, მიიჩნევს, რომ ეროვნულ გუნდის შამადგენლობა მინიმუმ 30%-ით შავკანიანი სპორტსმენებისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული.
პარტია ANA-ს ლიდერის თქმით, ეს ნაკრები აპარტეიდის რეჟიმის სამარცხვინო მემკვიდრეობაა. ედვარდ მახლომოლა მოჰოანათსემ უკვე მიმართა ღია წერილით რაგბის საერთაშორიო ფედერაციას და ლონდონის მსოფლიო ჩემპიონატიდან გუნდის მოკვეთა მოითხოვა.
წყარო: eurosport.ru