4 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები შოტლანდიის გუნდს მასპინძლობს.
მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, რომელიც 10, 15 და 20 ლარი ღირს, გუშინ დაიწყო. ბილეთები ყოველდღე დინამო არენას სალაროებში დილის 11:00 საათიდან საღამოს ექვს საათამდე გაიყიდება. ასევე, მსურველებს ბილეთების შეძენა ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლიათ. დღეისათვის 10 ათასზე მეტი ბილეთია რეალიზებული.
ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი გლაზგოში, შოტლანდიელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
შეხვედრა პარასაკევს დინამო არენაზე 20 საათზე დაიწყება.