შოტლანდიის ნაკრები უკვე თბილისშია. სტუმრებისათვის საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთან თამაშის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
გორდონ სტრაჩანის მიერ გაწვრთნილი გუნდი ცხრილის მესამე ადგილზე იმყოფება და თბილისში მოგების შემთხვევაში პლეი ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
"უმაღლესი დონის მისაღწევად ამ თამაშის მოგება აუცილებლად გვჭირდება. თუმცა, ყველამ ვიცით, რომ თბილისში თამაში იოლი არ იქნება. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს რამდენიმე წლის წინ გამართულ შეხვედრას", - განაცხადა სტრაჩანმა.
შეხვედრა 4 სექტემბერს 20:00 საათზე დინამო არენაზე გაიმართება.