კიკბოქსინგში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული გამოდგა.
ესპანეთის ქალაქ სან სებასტიანში ქართველმა კიკბოქსიორებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონი ონისე სოსელია გახდა, ვერცხლის მედლები ზოვგან მამედოვმა და გიორგი გოგაშვილმა მოიპოვეს, გიორგი ყაველაშვილი კი მესამე ადგილზე გავიდა.
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში 34 ქვეყანა მონაწილეობდა.