პოლონეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ საფრანგეთი გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გაინაღდა თამაში.
ამაში დიდი წვლილი შეიტანა ტონი პარკერმა, რომელმაც პოლონელებთან 16 ქულის მოგროვება შეძლო. შედეგად, სან ანტონიოს გამთამაშებელმა ევროპის ჩემპიონატებზე მოგროვებული ქულების (1046) მიხედვით გადაასწრო ბერძენ ნიკოს გალის (1030 და ამ მაჩვენებლით ტურნირის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა.
„როდესაც კარიერას ვიწყებდი, ამას ვერც კი წარმოვიდგენდი. ჩემთვის ეს დიდი პატივია“, - განაცხადა 33 წლის პარკერმა.
ევრობასკეტ 2015-ის მესამე სათამაშო დღეს 6 მატჩი გაიმართა:
A ჯგუფი
ფინეთი - რუსეთი 81:79
ისრაელი - ბოსნია 84:86
საფრანგეთი - პოლონეთი 69:66
D ჯგუფი
ლიტვა - ბელგია 74:76
ჩეხეთი - ლატვია 65:72
უკრაინა - ესტონეთი 71:78
წყარო: eurobasket2015.org