16 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
პირველი მედლის იმედად - დღეს საქართველოს ღირსებას ლაშა შავდათუაშვილი დაიცავს

დღეს, რიოში მიმდინარე რიგით 31-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ღირსებას ძიუდოისტი, ლაშა შავდათუაშვილი დაიცავს.

შავდათუაშვილი 73 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებს და ქართული დელეგაციისთვის პირველი მედლის მოპოვებას შეეცდება. ქართველი სპორტსმენი ტატამზე მეორე წრეში გამოვა და კუბელ მაგდიელ ესტრადასა და ჩეხ იარომირ იეზეკს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

შეხვედრები თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი 2012 წელს, ლონდონში ჩატარებულ ოლიმპიადაზე გახდა.

დღის ამბები